გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“ -  რითაც 2012 წელს მოვიდნენ, დღესაც იმას იმეორებენ - ივანიშვილს პროგრამა თუ სურვილი ჰქონდა, ყოფილიყო ისეთი საქართველო, სადაც არაფერი ხდება

„ოცნება“ ხელისუფლებაში იმით მოვიდა, რომ სააკაშვილი ომს ნიშნავს და ისინი არიან მშვიდობა, რითაც 2012 წელს მოვიდნენ, დღესაც იმას იმეორებენ: „ჩვენი მოწინააღმდეგეები, ეს არის ომის პარტია“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ექსპერტმა, გია ნოდიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წელი შეაფასა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელი „დაწყნარების წლები“ იყო.

გია ნოდიას განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო, რომ საქართველო ისეთი ქვეყანა ყოფილიყო, სადაც არაფერი ხდება.

„ეს იყო რაღაც დაწყნარების 10 წელი. ეს იყო ალბათ ის, რითაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. მიხეილ სააკაშვილი და თვითონ „ნაცმოძრაობა“ იყო რაღაც დაუდგრომელი ძალა, ვის დროსაც სულ რაღაცა ხდებოდა, ვიღაცისთვის კარგი, ვიღაცისთვის ცუდი, მაგრამ რაღაცა ხდებოდა და ბიძინა ივანიშვილს თითქოს ისეთი პროგრამა თუ სურვილი ჰქონდა, რომ ყოფილიყო ისეთი საქართველო, სადაც არაფერი ხდება“, - განაცხადა გია ნოდიამ.

კითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიღწევა ის, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში ომი არ მომხდარა, რაზეც აქცენტს თავად „ქართული ოცნება“ აკეთებს, გია ნოდია პასუხობს, რომ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები იმიტომ ამბობენ, რომ სხვა მიღწევა არ აქვთ.

„რამდენად არის ეს მათი მიღწევა ამაზე დავა შეიძლება. უამრავ ქვეყანას არ ჰქონია ომი რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ისინი წარმატებულ ხელისუფლებებად მივიჩნიოთ. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ თვალთახედვით ეს არის მათი მთავარი მიღწევა, მაგრამ ამას ნეგატიურად შეგვიძლია შევხედოთ, რომ ამის მეტი სხვა მიღწევა რომ არ აქვთ, ამას ამიტომ ამბობენ“, - აღნიშნა ნოდიამ.

მისივე თქმით, პრაქტიკულად ერთადერთი თემა, რაზეც შეიძლება ამ ხელისუფლების ერთგვარ უპირატესობაზე ვილაპარაკოთ, ციხეებში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

„ციხეები უფრო კომფორტული გახდა მათთვის, ვინც იქ ზის, თუმცა რაღაც ზომით შეიძლება უკან დახევის ელემენტის შეიძლება დავინახოთ, ის რომ წინა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ციხეებზე კონტროლი ციხის ადმინისტრაციას ჰქონდა. ამ ხელისუფლებამ ძველი სისტემა დააბრუნა, როდესაც ციხეებზე კონტროლი აქვს ციხის ადმინისტრაციას მაყურებლებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად,“ - განაცხადა გია ნოდიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა