საფრანგეთის პრემიერი - საფრანგეთი მზად არის და სურს ომის ფასი აუტანელი გახადოს რუსეთისთვის

საფრანგეთის პრემიერი - საფრანგეთი მზად არის და სურს ომის ფასი აუტანელი გახადოს რუსეთისთვის

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელისაბედ ბორნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება, საფრანგეთი მზად არის და სურს "ომის ფასი აუტანელი გახადოს რუსეთისთვის".

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბორნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო შორს წავა უკანონობისა და ესკალაციის მხრივ.

ბორნის თქმითვე, საფრანგეთმა უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაუწია და 2500 ტონა მასალა გადასცა.

საფრანგეთის პრემიერმა დასძინა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს. ფაქტები არსებობს: რუსეთის ეკონომიკა იხრჩობა“.

ბორნის სიტყვით გამოსვლამდე, საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა პატივი მიაგეს საფრანგეთში უკრაინის ელჩს ვადიმ ომელჩენკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა.