ვოლოდიმირ ზელენსკი საზოგადოებას გამოკითხვას სთავაზობს: „რომელი ელონ მასკი უფრო მოგწონთ?“

ვოლოდიმირ ზელენსკი საზოგადოებას გამოკითხვას სთავაზობს: „რომელი ელონ მასკი უფრო მოგწონთ?“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Tesla-ს ხელმძღვანელს, ელონ მასკს ეხმაურება, რომელმაც წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული „მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის".

ილონ მასკის გამოკითხვის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას სხვა სახის გამოკითხვა შესთავაზა. კერძოდ: „რომელი ელონ მასკი უფრო მოგწონთ?“. ვოლოდიმირ ზელენსკის შეკითხვას ორი პასუხი აქვს : „ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს“.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოიფიქრა და „ტვიტერზე” ხმის მისაცემად დადო, რომლის ერთ-ერთი პუნქტია: დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, არიან ისინი რუსეთის, თუ უკრაინის ნაწილი.