სალომე სამადაშვილი - ბატონებო და ქალბატონებო, რაც გინდათ ის ჩაწერეთ კანონში, შეგიძლიათ ჩაწეროთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, თუ გინდათ ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია

ბატონებო და ქალბატონებო, რაც გინდათ ის ჩაწერეთ კანონში, შეგიძლიათ ისიც ჩაწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. თუ გინდათ ისიც ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია, - ასე მიმართა „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

სამადაშვილმა უმრავლესობას და ოპოზიციას მიმართა, რომ პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ხელი არ მოაწერა მიშელის შეთანხმებას და ამით მისცა საშუალება „ქართულ ოცნებას“ ამ შეთანხმებიდან გასულიყო.

სამადაშვილის თქმით, ჩვენ რომ დღეს კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, სწორედ ამის შედეგია.

„მიუხედავად იმისა, რომ დეოლიგარქიზაცია რასაც ნიშნავს ჩაწერა ეს ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში შავით თეთრზე, „ოცნება“ ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს მოთხოვნა არ ეხება. ახლა აპირებს დააკანონოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მერე რა, რომ ქართველი ამომრჩევლის 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ დიახ, ივანიშვილია ოლიგარქი და ასე ფიქრობს ევროკავშირიც?! მიიღეთ, ბატონებო და ქალბატონებო, რაც გინდათ ის ჩაწერეთ კანონში, შეგიძლიათ ისიც ჩაწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. თუ გინდათ ისიც ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია - ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირი შეაფასებს პროგრესს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა და დაგიწერთ ისევ 1-იანს და ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩება ჩვენი ქვეყანა, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ იტყვით, რომ ამაზე არ გაფრთხილებდით. ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ გვიკვირს ეს სტრატეგია, რადგან ივანიშვილი თქვენი წმინდა გრაალია და უნდა დაიცვათ, მაგრამ ახლა მინდა მივმართო ჩემ ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას - დღეს ის დრო არ არის, რომ საკუთარი პარტიული დღის წესრიგი დააყენოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდა ჩვენ სამშობლოს, როდესაც მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა ძალიან დიდი შეცდომა, ხელი არ მოაწერა მიშელის შეთანხმებას და ამით მისცა საშუალება „ქართულ ოცნებას“ რომ გასულიყო ამ შეთანხმებიდან და ჩვენ რომ დღეს კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, სწორედ ამ შეთანხმების არშესრულების შედეგია. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას, ვინც აპირებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რამეზე შეთანხმდეს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, იყო არის და იქნება - საქართველო უპირველეს ყოვლისა! ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებული იქნება როგორც ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ცხადია, ჩვენი მხრიდან სწორ ნაბიჯად იქნება ჩათვლილი. შევახსენებ დღეს აქ წარმოდგენილ მმართველ უმრავლესობას და ოპოზიციას, რომ პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის მომავლის გადაყოლებას, არავინ გაპატიებთ, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები, რომელთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად, ოლიგარქიული რეჟიმის მიერ სამშობლოწართმეულმა, როგორც ლტოლვილმა ბედი სხვაგან უნდა ეძებოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა