დიმიტრი მედვედევი - ილონ მასკი ყოჩაღია, ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Space X-ის დამფუძნებელ ილონ მასკს ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის. ამ განცხადებით მედვედევი ილონ მასკის "ტვიტერზე" გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მილიარდერმა ყირიმის ნახევარკუნძულის სამომავლო ბედთან დაკავშირებით კითხვა დასვა.

„მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა“, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოიფიქრა და „ტვიტერზე” ხმის მისაცემად დადო, რომლის ერთ-ერთი პუნქტია: დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, არიან ისინი რუსეთის, თუ უკრაინის ნაწილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა