სერგეი შოიგუ - მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული

სერგეი შოიგუ - მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული

თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები ორ მესამედზე მეტით შეასრულა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული. ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული პირები სპეცოპერაციის რაიონებში მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან სპეცოპერაციის რაიონებში.