2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში 23 111 ექიმი, 22 569 ექთანი და 6 157 სანიტარი მუშაობს

2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 23 111 ექიმი, 22 569 ექთანი და 6 157 სანიტარია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც სააგენტოსთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი ექიმი, ექთანი და სანიტარი დედაქალაქშია.

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 13 953 ექიმი, 11 210 ექთანი და 3 058 სანიტარია.

„რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის რეგიონში 1796 ექიმი, 2272 ექთანი და 619 სანიტარი მუშაობს. გურიაში 235 ექიმი, 305 ექთანი და 94 სანიტარია; იმერეთში - 2458 ექიმი, 3136 ექთანი და 966 სანიტარი; კახეთში - 911 ექიმი, 952 ექთანი და 236 სანიტარი; მცხეთა-მთიანეთში - 233 ექიმი, 383 ექთანი და 80 სანიტარი; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 56 ექიმი, 150 ექთანი და38 სანიტარია; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1087 ექიმი, 1165 ექთანი და 262 სანიტარი; სამცხე-ჯავახეთში - 266 ექიმი, 601 ექთანი, 164 სანიტარი; ქვემო ქართლში - 1405 ექიმი, 1485 ექთანი და 398 სანიტარია; შიდა ქართლში - 711 ექიმი, 910 ექთანი და 242 სანიტარი ირიცხება“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა