„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილის მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ, ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად

მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აღენიშნება თუ არა სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა, ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნულს ადასტურებს, რის გამოც სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაენიშნა.

„ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება