არჩილ თალაკვაძე - ომბუდსმენის თანამდებობაზე წარმოგვიდგენია ისეთი, ვინც ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად თანაბრად მონდომებული და თავდადებული იქნება - ჩვენ ეს გვინდა და ნახავთ, რა უნდა ოპოზიციას

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ კანონმდებლობით, რომელიც მმართველმა გუნდმა ომბუდსმენის შესარჩევად შემოიღო, მმართველ გუნდს რჩება მინიმალური ბერკეტი, ძირითადი ბერკეტი კი ოპოზიციას აქვს.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ომბუდსმენის თანამდებობაზე უნდა იყოს ის, ვინც ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად იქნება თანაბრად მონდომებული და თანაბრად თავდადებული.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში სრული მზადყოფნაა დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ადამიანის უფლებების დაცვით ჭეშმარიტად დაინტერესებული ადამიანის შერჩევისთვის.

„იმ კანონმდებლობით, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ ომბუდსმენის შესარჩევად, მმართველ გუნდს რჩება მინიმალური ბერკეტი, რომ აირჩიოს მხოლოდ მისთვის სასურველი სახალხო დამცველი. ქვეყნისთვის საჭირო სახალხო დამცველი რომ აირჩიოს ამის შესაძლებლობა აქვს მმართველ გუნდს, ოღონდ ოპოზიციასთან ერთად. ძირითადი ბერკეტი ახალი ომბუდსმენის არჩევაზე აქვს ოპოზიციას. ამხელა მონაწილეობა და ასეთი ღია პროცესი არასდროს არ ყოფილა ომბუდსმენის შერჩევის დროს. ომბუდსმენის თანამდებობაზე წარმოგვიდგენია ისეთი, ვინც ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად იქნება თანაბრად მონდომებული და თანაბრად თავდადებული. ომბუდსმენს შეუძლია პოლიტიკურ საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი, პროცესშიც შევიდეს თუ ის ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებებს ამით დაიცავს, მაგრამ საბოლო ჯამში ომბუდსმენის საქმიანიო ფასდება იმით, რამდენად შეძლო ყოველი თანამოქალაქის უფლებების დაცვა. ეს არის ძირითადი საზომი ომბუდსმენის საქმიანობის.

გუნდში სრული მზადყოფნაა, შევარჩიოთ დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ადამიანის უფლებების დაცვით ჭეშმარიტად დაინტერესებული ადამიანი. ჩვენ ეს გვინდა და თქვენ ნახავთ, რა უნდა ოპოზიციას, როდესაც კანდიდატებს დაასახელებენ.

რეალობისგან შორს არის ის ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცას წარსულში გაკეთებული განცხადებებით შევაფასებთ და დავბლოკავთ ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“