ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსი პროკურორებს საქმის გაჭიანურების და მოწმეებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ორგანიზაციის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განმარტა, აღნიშნული მუხლის მიხედვით, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ადვოკატს უფლება არ აქვს სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინოს იქამდე, ვიდრე პროკურორი არ განაცხადებს, რომ დაასრულა ბრალდების მტკიცებულებების წარდგენა.

„ეს ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარეს უფლება არ აქვს სასამართლოს მტკიცებულებები და მოწმეები წარუდგინოს იქამდე, ვიდრე პროკურორი არ დაასრულებს თავისი მოწმეების და მტკიცებულებების წარდგენას, პრაქტიკაში ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის, რადგან შეიძლება პროკურორის მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა წლობით გაგრძელდეს და პრაქტიკაში საქმეებიც ძალიან დიდხანს ჭიანურდება. ერთადერთი მზღუდავი 9-თვიანი პატიმრობის ვადაა და ამ დროშიც, როგორც წესი, პროკურორები მთელ ვადას იყენებენ და შემდეგში, რამდენიმე დღე, ან საათი შეიძლება მისცეს სასამართლომ ადვოკატს მტკიცებულებების წარსადგენად. ეს გასაჩივრებული ნორმა ძალიან დამახინჯებულ პრაქტიკას ქმნის და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეთა შეჯიბრებითობა დაცული იქნება და დაცვის მხარესაც შესაძლებლობა ექნება პარალელურ რეჟიმში წარადგინოს მოწმეები და მისთვის სასურველ დროს წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაცვის უფლებას გარანტირებულს გახდის.

ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ იმ ბრალდებულებს და ადვოკატებს, რომელთა საქმეებიც ამ მუხლის წყალობით წლობის განმავლობაში ჭიანურდება და მათი საქმის გადაწყვეტა არ ხდება. მათაც შეუძლიათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ თავისი კონკრეტული საქმეებით და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ასეთ პირებს დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაში.

სასარჩელო მოთხოვნაა არაკონსტიტიციურად იქნეს ცნობილი საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებთან მიმართებით“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს