ოლექსი დანილოვი ყირიმის დამწვარი ხიდის ვიდეოსთან ერთად ვიდეოს სიმღერით: „ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს გილოცავ“ აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ფეისბუქში“ ყირიმის დამწვარი ხიდის ვიდეოსთან ერთად აქვეყნებს მერლინ მონროს ვიდეოს, რომელიც ასრულებს სიმღერას Happy Birthday, Mr President (ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს გილოცავ).
„დილა მშვიდობის, უკრაინა“, - წერს დანილოვი.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი, მიხაილ ფედოროვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს კომიკურ ფოტოს, სადაც HIMARS-ის სარაკეტო სისტემა დამწვარი ხიდის ფონზე გასაბერ აუზზე დაცურავს.

























