ელენე ხოშტარია - პრორუსული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად - 10 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი აგენტი რომ არ გყავს გამოვლენილი, ამ ნაკადში რატომ გამოავლენ?!

პრორუსული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელენე ხოშტარია „დროას“ წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე - „რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში“.

ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა მოხდეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების ფილტრაცია და მათ უნდა შეეზღუდოთ კერძო ქონებისა და ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში.

„ამ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მეორე მხრივ, საზოგადოებაში არის ბუნებრივი დაბნეულობა და კითხვის ნიშნები თუ რა მიმართულებით მივდივართ, მთავარი მგონია, რომ კონკრეტულ თემებზე გვქონდეს უშუალო შეხვედრები, დისკუსიები ხალხთან. ამას გავაკეთებთ ყოველ შაბათს და სხვადასხვა თემა იქნება. დღეს ჩვენ ვიწყებთ აქტუალური თემით, ეს არის რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადით შემოდინება. „დროას“ ჰქონდა არაერთი ინიციატივა, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, „ქართული ოცნება“ ამას არ გააკეთებს. ეს არის ფილტრაცია იმ ადამიანების, რომლებიც შემოდიან, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხეები ამ ხალხიდან გამომდინარე და აგენტურის შემოდინება, ეს არის ასევე მათი აქ ყოფნის შეზღუდვა, როგორც ბინადრობის თვალსაზრისით, ისე კერძო საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით, რომ ეს არ გახდეს სანქციების თავიდან არიდების სივრცე და ასევე, ჩვენთვის შემდგომი პრობლემა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ ინიციატივა და იქნება ეს კერძო ბიზნესებში, კაფეებში, სახლებში ვაჩვენოთ, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება არის სოლიდარული უკრაინის და ხედავს იმ საფრთხეებს, რაც მოდის რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მიდის დისკუსია ვინ უნდა გაუხსნას და ვინ უნდა ჩაუკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც ოკუპაციის მსხვერპლი ქვეყანა, სპეციფიური შემთხვევაა.

„მსოფლიოში მიდის დისკუსია ამ ნაკადს როგორ დახვდეს. არიან ქვეყნები, რომლებიც კეტავენ საზღვარს, არიან ქვეყნები, რომლებიც უხსნიან საზღვარს. საქართველო არის ოკუპირებული, ჩვენ საფრთხეები გვაქვს გაასმაგებული. მეორე, სუსტი ინსტიტუტებითა და თავდაცვისუნარიანობით, შესაბამისად, საფრთხეები არის აქაც გაასმაგებული, მესამე, ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყანა და ნაკადი არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე არამეზობელ ქვეყნებში და ამასთანავე, ჩვენ ვსაუბრობთ ფილტრაციაზე. როდესაც ხარ ნორმალური მთავრობა, იკეტება საზღვარი და ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად რეჟიმს გამოურბიან და რეჟიმისგან დევნილები არიან მათ უხსნი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დისკომფორტს გამოურბიან, მათი ადგილი ოკუპირებული საქართველო ნამდვილად არ არის. ამიტომ, ჩვენი მამოძრავრბელი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები. პრორუსული ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად. 10 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი აგენტი რომ არ გყავს გამოვლენილი, ამ ნაკადში რატომ გამოავლენ, რატომ იქნები ორიენტირებული, რომ რამე გააკეთო?! მარტო ეს ერთი ფაქტია საკმარისი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას არ ენდობოდე“,-განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი