ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე არც რეგლამენტის ფარგლებში და არც ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე არც რეგლამენტის ფარგლებში და არც ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება.

როგორც სიმონიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შემდეგ განუცხადა, ჩვენ ევროკავშირი იმას კი არ გვთხოვს, რომ რაღაც პროცედურები შევცვალოთ ან შევალამაზოთ, არამედ იმის გამო, რომ პრობლემა იყო ფუნდამენტური თვალსაზრისით, ნაბიჯები გადავდგათ.

„იმ პირობებში, როდესაც გუშინ ღამე გახდა ამ ყველაფრის თაობაზე ცნობილი და არავითარი გონივრული ვადა არ იყო წინასწარ დაცული, რომ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია შეეტყო და მონაწილეობა შესძლებოდა პროცესებში, რა თქმა უნდა, ეს არ არის იმ პროცესთან შესაბამისი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. თუმცა, აქ არის მეორე ნაწილიც, რომელიც შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. იყო დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული წუხილი გამოთქმული, თუმცა, აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს - თუ უკეთესი სტანდარტის დაწესებაზე შევთანხმდებით, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი სტანდარტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები დამოუკიდებელი თანამდებობის პირის კონსენსუსით დანიშვნაზე. ჩვენ ევროკავშირი იმას კი არ გვთხოვს, რომ რაღაც პროცედურები შევცვალოთ, შევალამაზოთ ან ა.შ. იმიტომ კი არ დაგვიხარვეზეს კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადი, რომ გარკვეული პროცედურები არ გვივარგოდა, არამედ იმის გამო, რომ პრობლემა იყო ფუნდამენტური თვალსაზრისით, ნაბიჯები იყო გადასადგმელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ იფიქროს, რომ უფრო მეტად ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელონ, ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად შესასრულებელია“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას უმრავლესობის წევრებთან ერთად ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა გენერალური პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო