მევლუთ ჩავუშოღლუ - რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება

რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება და სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ომი ელექტროენერგიას, საწვავს, ბენზინს, წყალსა და საკვებს ფუფუნებად აქცევს, ამიტომ საჭიროა გამოსავალი მოიძებნოს.

„რუსეთ-უკრაინის ომი დღეს ევროპის შუაგულში ყველას გვეხება. შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ, როგორიცაა ელექტროენერგია, საწვავი, ბენზინი, წყალი და საკვებიც კი, ახლა ფუფუნებად იქცევა. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ეს სწრაფად ცვალებადი პროცესი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო