ბექა ლილუაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ჩვენს პარტიას ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები, ვნახოთ, რას გაითვალისწინებს „ოცნება" განხილვებისას და იმის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ პოზიციას

დეოლიგარქიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტზე ჩვენს პარტიას ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები, ვნახოთ, რას გაითვალისწინებს "ოცნება" განხილვებისას და იმის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ პოზიციას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ვითარება სხვა ქვეყნის გამოცდილებებს არ შეესაბამება. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, კანონი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევს მის ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური გამოყენების მიზნით, თუმცა, ამავე დროს, მხოლოდ კანონის მიღება საკმარისი არ არის პრობლემის გადასაჭრელად.

„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ჩვენ ჩართული ვიყავით სამუშაო ჯგუფში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. მაშინაც და დღესაც ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. სახელმწიფო დონეზე ჩვენთან არსებული პრობლემა არის ძალაუფლების არაფორმალური კონცენტრაცია, შესაბამისად ჩვენი საკითხი არის საკმაოდ უნიკალური და არ შეესაბამება სხვა ქვეყნის გამოცდილებებს. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ კანონის შემოღება არ გადაჭრის ამ პრობლემას და პრობლემა გადაიჭრება იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რაც გამოიწვევს ავტომატურად არაფორმალური გავლენების შემცირებას,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისთვის "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება.

პროექტი, რომლის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა