კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის.

როგორც კაციტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქმეზე ადვოკატების ინიციატივით დამატებით რამდენიმე ექსპერტიზაცაა დანიშნული და გამოძიება გრძელდება.

„მისი ადვოკატები აქტიურად არიან ამ საქმის წარმოებაში ჩართული. საქმის მასალებთან არა უბრალოდ წვდომა აქვთ და ეცნობიან ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, არამედ მათი ინიციატივით რამდენიმე ექსპერტიზაც დავნიშნეთ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგალითად, ისინი ითხოვდნენ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა მისი მკურნალობა პენიტენციურ - მე-12 და მე-18 დაწესებულებაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და დღეს ეს ექსპერტიზები დანიშნულია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის შედეგები. გამოძიების მიერ დანიშნული ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მოსულია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ექსპერტიზის შედეგების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ არათუ მხოლოდ ადვოკატებს მივეცით საქმესთან წვდომის შესაძლებლობა, არამედ მათ მიერ მოწვეულ ექსპერტებს - როგორც ქართველს, ისე უცხოელ ექსპერტებსა და ექიმებს ჰქონდათ საშუალება, რომ ამ საქმეში ჩართულიყვნენ და საქმის მასალებთან ჰქონოდათ წვდომა. ექსპერტიზის იმ შედეგებით, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, საქმეზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. სრული სურათის შესაქმნელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხის მიღება“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე