სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ იდეა „სივრცე ქალთა გაძლიერებისთვის“ ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტის” 18 გამარჯვებულ ინიციატივას შორის მოხვდა

სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომაა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების სოციალური განვითარებისთვის.

„სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე „შენმოქმედი“ ჩაერთო უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, კერძო სექტორისა და გორისა და ატენის ეპარქიის რესურსებით ქ. გორში იძულებით გადაადგილებული, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ახალგაზრდა-მარტოხელა დედებისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100 კვმ. შენობას, სადაც სამომავლო ეკონომიკური საქმიანობისთვის სასწავლო ცენტრი, სამკერვალო და მცირე მაღაზია განთავსდა. თემში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე აშენდა ახალგაზრდა დედათა და ბავშვთა 2 სახლი, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ ინიციატივას.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ინფორმაციით, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ იდეა, რომელიც საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას, ითვალისწინებს სწორედ აღნიშნული ტრენინგცენტრის, სამკერვალოსა და მასთან არსებული პატარა მაღაზიის კეთილმოწყობასა და ტექნიკურ აღჭურვას. კამპანიის შედეგად მიღებული სახსრებიკი მოხმარდება ავეჯის, პროფესიული სამკერვალოსათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებისა და სხვა პროფესიული აღჭურვილობის შეძენას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არის უნიკალური, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება. მათი აზრით, აღნიშნული სივრცე იძულებით გადაადგილებულ ქალებს, ძალადობის მსხვერპლი ქალებსა და ახალგაზრდა-მარტოხელა დედებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ერთი მხრივ, შეიძინონ პროფესია და მიიღონ გამოცდილება და მეორე მხრივ, საკუთარი ნაკეთობების გაყიდვით მიიღონ ფინანსური სარგებელი, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შეძლონ ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

„თუკი „შენმოქმედი“ იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხის 30%-ს მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებს, თანხის 70%-ს USAID/Georgia-ს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით მიიღებს. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის USAID Civil Society Engagement Program - ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. იდეის მხარდასაჭერად გადადით ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო