მოლდოვამ, რუსული რაკეტების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთის გამო, რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა რაკეტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს, რის გამოც რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

„შავ ზღვაში განთავსებული რუსული ხომალდებიდან დღეს დილით უკრაინისკენ გაშვებულმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გავეცი დავალება, რომ რუსეთის ელჩი, ახსნა-განმარტების მისაცემად გამოეძახებინათ“, - წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო