გრიგოლ ვაშაძე - ის, რომ შსს-ს და სუს-ს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, არის კატასტროფა ან როდემდე უნდა იყოს საგარეო უწყება უპატრონოდ მივიწყებული? - არ შეიძლება ვიყოთ იმედზე, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, ყველაფერი კარგად არ იქნება!

ეს მშვიდობიანი დროის ბიუჯეტია და ვართ ომში! - ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთად თითქმის ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, არის სრული კატასტროფა - მე არ ვიცი, რის იმედზე ვართ! - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ ასევე იკითხა, „როდემდე უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უპატრონოდ მივიწყებული“.

„ევროპაში, ხელისუფლებაში სულ სხვა პოლიტიკური ძალები მოდიან. არც ერთ საელჩოს, გარდა ერთისა, ამ ახალ ძალებთან კავშირი არა აქვს, რადგან უმრავლესობა ვინც იქ არის, თავს სანატორიუმში გრძნობს, საქართველოს გადასახადის გადამხდელის ხარჯზე. არ შეიძლება ასე გაგრძელება - ვიყოთ იმის იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება ყველაფერი კარგად! ის რაც დღეს ხდება, დასაწყისია! ჩვენ გვგონია, რომ შუაში ვართ ან დასასრულს ვუახლოვდებით, მაგრამ ეს არის დასაწყისი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით კითხვა სწორად დაისვა - შენობებთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება გადავდოთ, მაგრამ შეიძლება, რომ ამ ხალხს ის რესურსი არ ჰქონდეს, რაც არის საჭირო? ცალკე ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ, ცალკე - ოპოზიციას. დიპლომატიას თავისი კანონები აქვს. მიხედეთ ამას, თორემ შემდეგ ქართული ადათ-წესით თითებზე კბენას დავიწყებთ, როცა მეხი დაიჭექებს!“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა