გიორგი კაკაურიძე გრიგოლ ვაშაძეს - ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ დღეს ომის ბიუჯეტი უნდა გვქონდეს

ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ დღეს ომის ბიუჯეტი უნდა გვქონდეს - ჩვენ რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას თავი დავანებოთ და მხოლოდ ომის ბიუჯეტი გვქონდეს, სწორი პოლიტიკა არ იქნებოდა, იმის მიუხედავად, რომ რისკები და საფრთხეები არის, - აღნიშნული განცხადება დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განმარტა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი ორჯერ უფრო დიდი მოცულობით იზრდება, ვიდრე საჯარო სექტორის სხვა ნაწილში.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეიარაღების შესყიდვის ნაწილში და პროცესი დაწყებულია.

“მთელი რესურსი საომარი ბიუჯეტისკენ მივმართოთ, ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება - არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საომარი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს! ასეთ შემთხვევაში არ უნდა ვსაუბრობდეთ არც პენსიის ზრდაზე, არც ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე და ყველაფერი სხვა მიმართულებით უნდა იყოს გადართული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ვაშაძის პასუხად მან ასევე აღნიშნა, რომ შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავდაცვის სამინისტროზე ორჯერ მეტი დაფინანსება არ აქვს.

“თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 260 მილიონი ლარია, მაშინ როდესაც შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ორივე ერთად, არის მცირედით ნაკლები, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება“, - დასძინა გიორგი კაკაურიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით