მოძრაობა „ხალხის ძალა“ - ვგმობთ რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,- ამის შესახებ "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ომი შეწყდეს.

"ეს არის გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს ომი, რომელმაც უკვე ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის