გიგა ბოკერია - „ხალხის ძალის“ გზავნილი პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა, რომ ჩვენ ვღალატობთ ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთ

„ხალხის ძალის“ გზავნილი არის პირდაპირ აღიარებითი ჩვენება, რომ ჩვენ ვღალატობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" მოსაზრებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მორიგი განცხადების მთავარი გზავნილი არის თავისუფალი სამყაროსი დემონიზება, მტრის და მოყვარის ერთმანეთში აღრევა და საზოგადოების დაბნევა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ამ მწარე სიმართლის მკაფიო და მარტივი შეფასება უნდა გვქონდეს, რომ მოღალატე რეჟიმი გვყავს, რომელიც საქართველოს მომავლის საპირისპიროდ და საქართველოს მომავლის მტრობით ივანიშვილისთვის ძალაუფლების დროებით შენარჩუნების პოლიტიკას აწარმოებს. მისი შედეგი შეიძლება იყოს, და უკვე დგას ამ გზაზე ეს რეჟიმი, რუსეთის დიდი საფრთხის წინაშე საქართველოს მარტო დატოვება. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს გზავნილი არის პირდაპირ აღიარებითი ჩვენება, რომ ჩვენ ვღალატობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთო. ამას ივანიშვილის ეს სპიკერები ყოველ დღე აკეთებენ. ოღონდ მხოლოდ ესენი კი არა, ამას აკეთებს თვითონ პერსონალურად ივანიშვილი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო