ლევან ბეჟაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტში სახელები და გვარები კი არ უნდა ვეძებოთ, საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ და მარტო ერთ ადამიანზე კი არა, თუ საჭიროა ყველაზე უნდა გავრცელდეს

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტში სახელები და გვარები კი არ უნდა ვეძებოთ, საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ და მარტო ერთ ადამიანზე კი არა, თუ საჭიროა ყველაზე უნდა გავრცელდეს, - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილის თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტს თავადაც წარადგენენ.

ამასთან, როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტზე საჭიროა ვენეციის კომისიის დასკვნა, ოღონდ მათთვის მნიშვნელოვანია დასკვნა არა უკრაინულ, არამედ ქართულ კანონპროექტზე.

„ვენეციის კომისიის დასკვნებს ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსთან და ქართულ პროექტებთან მიმართებაში. ვენეციის კომისიის დასკვნა უკრაინულ მოდელზე, ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა უკრაინულ მოდელზე“, - მიმართა ბეჟაშვილმა ბიუროს წევრებს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია, ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო