ეს არის ომის კიდევ ერთი მიუღებელი ესკალაცია და, როგორც ყოველთვის, მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის უმაღლეს ფასს,- ამის შესახებ გაერო-ს პრესპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი ღრმად შოკირებულია უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დღევანდელი ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებით, რამაც გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო ობიექტების ფართომასშტაბიანი დაზიანება და ათობით ადამიანის დაღუპვა და დაშავება გამოიწვია“, - დასძინა პრესპიკერმა.