რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს განურჩეველი თავდასხმები ომის დანაშაულია.
„უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება და რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება - ჩვენ ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან განვიხილავთ“, - აღნიშნა მიშელმა.