„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები სტრასბურგში, ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავენ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პარტიის გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავენ.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრთან, საქართველოს შესახებ მომხსენებელთან კლოდ კერნთან.

როგორც პაატა დავითაია აღნიშნავს, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში შექმნილი სიტუაცია და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქტიურად მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი.

„შეხვედრაზე განხილული იყო საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. ამას გარდა ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რაც დღეს შექმნილია საქართველოში, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრთან დაკავშირებით. მათთვის მნიშვნელოვანია, განიცდიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.

საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ადამიანის უფლებათა დაცვის და უფლებამოსილების დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველის არჩევასთან შექმნილ ვითარებაზე, რასაც სტრასბურგში დიდი ინტერესით აკვირდებიან.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ის საფრთხეები, რაც არსებობს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. კლოდ კერნი უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს“,- აღნიშნავს დავითაია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო