პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მარიამ ლაშხი აირჩია.
აღნიშნულ პოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში თამარ ტალიაშვილი იკავებდა.
როგორც ცნობილია, ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა და შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"