დიმიტრი პესკოვი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე - კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებასთან

კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს", - განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ელის კრემლი „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან და როგორი იქნება რეაქცია, თუ მხარეები შეთანხმდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

„სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო