იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვერ ვხედავთ ცვლილებებს რუსეთის ატომური ძალების განლაგებაში, მაგრამ ყურადღებით ვრჩებით

ჩვენ ვერ ვხედავთ ცვლილებებს რუსეთის ატომური ძალების განლაგებაში, მაგრამ ყურადღებით ვრჩებით, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლეტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსეთმა იცის, რომ ატომური ომის წარმოება არ შეიძლება და მისი მოგება შეუძლებელია. ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის ატომურ ძალებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს საკუთარ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სადაზვერვო საქმიანობასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.

“ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს ჩვენი სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, და განზრახ თავდასხმა მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიღებს ერთიან და მტკიცე პასუხს”, - თქვა ნატოს გენმდივანმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს