ბულგარეთის მთავრობა - ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე

ბულგარეთის მთავრობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სატვირთო მანქანასთან, რომლითაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალება BGNES იუწყება.

„რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად“, - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს აფეთქებული სატვირთო მანქანით ხდებოდა პოლიეთილენის ფირფიტების გადატანა და მისი მარშრუტი თითქოსდა, ბულგარეთიდან იწყებოდა. ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

„ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი რამენაირად დაუკავშირდეს ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას“, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა ხიდი ქერჩის სრუტეზე, რომელიც აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიას. ხიდის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო