13 ოქტომბერს კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“ გაიმართება

იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს COE მხარდაჭერით, კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“, 13 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში პირველად, იურიდიული დახმარების სამსახურში საპილოტე რეჟიმში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იურიდიული კონსულტაციის წერილობით და სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების სისტემა დაინერგა.

„გერმანულ კომპანია knowledgeTools International GmbH-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სამსახურისთვის ხელმისაწვდომი გახდა პროგრამა „LOGOS“, რომელიც გამოიყენება იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციისათვის. ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში ხდება კონსულტანტისა და ადვოკატის მიერ საჭირო მონაცემების - ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საკითხების შეყვანა, შემდგომ პროგრამა თავად დაამუშავებს მასალას და შექმნის შებამის დოკუმენტს. ბენეფიციარისათვის გადაცემამდე ადვოკატს აქვს საშუალება, გადახედოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემნილ დოკუმენსტს და თუ საჭიროა შეიტანოს ცვლილება ან დაზუსტება.

პროგრამაში წინასწარ ხდება რელევანტური კანონმდებლობის, პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტების შეყვანა. ეს უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დროის დაზოგვას და მეორე მხრივ, ერთიანი ხარისხის სტანდარტის უზრუნველყოფას სამსახურის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული ინოვაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამართალწარმოების პროცესს, როგორც ოპერატიული, ასევე კვალიფიცაციის გაუმჯობესების მიმართულებით.

კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა, სამართლის ინჟინერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლადო სირდაძე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, ხელმძღვანელი (TBC) ნატალია ვუტოვა, ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი, სამართლის დოქტორი, ბტუ კვლევების ცენტრის დირექტორი, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია, კომპანია „METRIC იურიდიული და ფინანსური კონსულტაცია“ დამფუძნებელი პარტნიორი ლაშა კალანდაძე.

კონფერენციის ბოლოს დაგეგმილია ხელმოწერა დეკლარაციაზე „სამართლის განვითარების საინიციატივო ჯგუფი”, - ნათქვამია იურიდიული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო