საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ოლივიე ლეფებვრიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, ატაშე ესტუმრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.

შეხვედრების ფარგლებში, ოლივიე ლეფებვრი დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას. მხარეებმა საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშემ ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს