საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ოლივიე ლეფებვრიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, ატაშე ესტუმრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.

შეხვედრების ფარგლებში, ოლივიე ლეფებვრი დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას. მხარეებმა საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშემ ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა