ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა

24 ივლისს, Axis Towers-ის ალტას მაღაზიაში, Samsung-ისა და ალტას პარტნიორობით, ახალი კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ოფიციალური პროდუქტები - Galaxy Z Fold6 | Z Flip6, Galaxy Watch Ultra, Galaxy Watch7 და Galaxy Buds3.

Პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ Samsung-ის ერთგული მომხმარებლები, მათ შორის, ცნობილი ინფლუენსერები. ღონისძიებაზე, სტუმრები ახალი მოწყობილობების მთავარ ინოვაციურ მახასიათებლებს გაეცნენ და საშუალება მიეცათ, თავად გამოეცადათ და შეეფასებინათ კეცვადი სმარტფონები, აქსესუარებთან ერთად.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებისთვის გათამაშდა ვაუჩერები, რომელთა გამოყენებას გამარჯვებულები ალტას მაღაზიებში, Samsung-ის ტექნიკის შეძენისას შეძლებენ.

ფლაგმანური სერიის ინოვაციური Galaxy Z Fold6 I Galaxy Z Flip6 შექმნილია უახლესი და უსწრაფესი Qualcomm Snapdragon 8 Gen3 ჩიპით, რომელიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტით მუშაობისთვის, რაც წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს ვიმუშავოთ სწრაფად, მარტივად და გავერთოთ კიდეც. ახალი პროცესორი უზრუნველჰყოფს გაუმჯობესებულ გრაფიკას, საერთო შესრულებასთან ერთად და წინამორბედი მოდელებისგან, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინით, კამერებითა და სხვა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა.

რაც შეეხება Galaxy Watch Ultra I Galaxy Watch7-ს კიდევ უფრო მძლავრი პროცესორითა და ელემენტით, შექმნილია კოსმოსური ხარისხის ტიტანიუმითა და დარტყმაგამძლე დიზაინით. ასევე, უფრო მეტად გამძლეა წყლისა და მტვრის მიმართ, ვიდრე წინა სერიის მოდელები. Galaxy AI-თ მხარდაჭერილი ჯანმრთელობის მონაცემთა ანალიზი კი, ფიზიკური აქტივობების გაუმჯობესებულ მონიტორინგს უზრუნველჰყოფს.

Galaxy Buds3 ყურსასმენი AI-ით გაუმჯობესებული ხმის კონტროლისა და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციებით, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ჰქმნის. ყურსასმენი განახლებული ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა და გაუმჯობესებული ჟღერადობით, სტუდიური ხარისხით მოსმენის შესაძლებლობას იძლევა.

Samsung-მა მობილურ AI ეპოქაში, ახალი Galaxy Z სერიით, ყველაზე ჭკვიანი, მულტიფუნქციური, მოქნილი და გამძლე მოწყობილობები წარმოგვიდგინა, რომელთა დახმარებით მულტითასქინგისთვისა და კრეატიულობისთვის სრულიად ახალი გზა შემოგვთავაზა.უახლესი AI მოწყობილობების შეძენა უკვე ალტას საიტზე: https://alta.ink/4fiCmtu და მაღაზიებში შეგიძლიათ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში