„ჯეოქეისს“ გიორგი ციკოლია შეუერთდა

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ გუნდს გიორგი ციკოლია შეუერთდა. იგი ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ციკოლია აშშ-ში მოქმედი, მაღალი დონის ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორია.

„გიორგიმ ათწლეულზე მეტი დაყო საჯარო სამსახურში. საქართველოში მისი დიპლომატიური მიღწევები კარგად არის ცნობილი. აშშ-ში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიან დესპანის რანგში, გიორგიმ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო და ეკონომიკური მიმართულებებით, რამაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავა.

ვაშინგტონში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებას უძღვებოდა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა არაერთი უცხოური ინვესტიციისა მოზიდვა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამთავრობო ინიციატივა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის შექმნასა და განვითარებაში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის განვითარებაა.

საჯარო სექტორში საქმიანობამდე ბატონი ციკოლია რამდენიმე სტარტ-აპის აღმასრულებელი ოფიცერი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა გაყიდვების და მარკეტინგის გუნდებს არაერთ ინდუსტრიაში.

გიორგიმ განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წამყვან ამერიკულ სასწავლებელში, ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიურ სკოლაში მიიღო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, გიორგის სახით გუნდს კიდევ ერთი მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა.

„მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენია „ჯეოქეისისათვის“, რაც ძალიან გვახარებს, რადგანაც ეს ჩვენი ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო