ნიკა მელია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვაზე - ასე ესმით დეპოლარიზაცია, მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით - ხრწნისა და თვითგანადგურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!

ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით - ხრწნისა და თვითგანადგურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წერს, რითაც წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვას ეხმაურება.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა - ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!

„ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!

ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი - ტერორისტული სახელმწიფო!

წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!

ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!”- წერს მელია.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო