შს მინისტრის მოადგილე - გასულ წელს და წელს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს - 132-ზე მეტი პირია დაკავებული და უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს

გასულ წელს და წელს, გვაქვს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა,132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ინიციატორი საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც 10 წლიდან იწყება თავისუფლების აღკვეთა ნარკოგამსაღებლის წინააღმდეგ, როდესაც ის ამ ქმედებას ჩაიდენს. გარდა ამისა, გასულ წელს და წელს, გვაქვს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა.

132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული და ეს იმ პირობებში, როდესაც, ნარკორეალიზატორი რომ პასუხისგებაში მიეცეს, საჭიროა ძალიან მაღალი დონის მტკიცებულებები, მათ შორის, გადაღებული ფაქტი უშუალოდ ნარკოტიკის გასაღების და ა.შ. ჩვენ ამ მტკიცებულებითი სტანდარტის პირობებში მოვახერხეთ 132 პირზე მეტის პასუხისგებაში მიცემა, რაც, ვფიქრობ, რომ ჩვენს ეფექტურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო