ბენ უოლესი - პუტინს უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც ხორცსაკეპ მანქანაში შეუძლია ჩატენოს - მისი სტრატეგიული ვარაუდები ყველა მხრივ მცდარი ჩანს

პუტინს უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც ხორცსაკეპ მანქანაში შეუძლია ჩატენოს , - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Evening Standard-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მისი არმიის წარუმატებლობათა სერიის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რუსეთი ზესახელმწიფო არ არის.

“ამის ერთი ნაწილია ის, რომ თავად დაიჯერე საკუთარი ქება-დიდებისა, დაიჯერე საკუთარი აღლუმებისა, სააღლუმო მოედანზე ტანკებს ითვლიდი და ჩათვალე, რომ დაუმარცხებელი ხარ, მაგრამ არ ხარ”, - დასძინა უოლესმა.

მისი აზრით, რუსეთის ძალები უკრაინაში “მათი სამხედრო შესაძლებლობებისა” და მათი მეთაურობის მცდარი “სტრატეგიული დაშვებების” გამო მარცხდებიან.

“ყოველ ნაბიჯზე ხალხი საკმარისად არ აფასებდა უკრაინას და ზედმეტად აფასებდა რუსეთს. თუმცა მას [პუტინს] უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც შეუძლია ხორცსაკეპ მანქანაში ჩატენოს წესების გარეშე, ადამიანთა სიცოცხლისთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთისთვის ეს წარმატებით დამთავრდეს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში “მთელს მსოფლიოში მესიჯი გაიგზავნება, რომ ომები ასე უნდა მოიგო”.

უოლესის თქმით, ინიციატივა ჯერ კიდევ უკრაინელებს აქვთ, ხოლო რუსეთი კატასტროფული მორალის, ცუდი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის საგრძნობი დეფიციტისა პოლიტიკური სისუსტის წინაშე დგას.

“მისი [პუტინის] სტრატეგიული ვარაუდები ყველა მხრივ მცდარი ჩანს. გუშინაც კი, შეზღუდული რაოდენობის რაკეტების შემთხვევით სამოქალაქო ლოკაციებზე სროლა, როდესაც ისინი სამხედრო სამიზნეებს უნდა ესროლო, არ არის შეზღუდული რესურსების სტრატეგიული ან ჭკვიანური გამოყენება”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს