აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად -  მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს

მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში წერია.

ამასთან, სტრატეგიაში გამოხატულია მხარდაჭერა დიპლომატიურ ძალისხმევების მიმართ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად.

“რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად”, - წერია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო