ლოიდ ოსტინი - უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

“ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას. ჩვენ ამაზე ვრჩებით კონცენტრირებული. ჩვენ მივაწვდით იმ სისტემებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, რომლებიც ხელთ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია. ჩვენ ასევე ვეცდებით, მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა არსებული სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები გამოიყენებენ”, - თქვა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები ყველაფერს იზამენ ისე სწრაფად, როგორც შესაძლებელია, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასაცავად.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს