ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიულ რეზოლუციას „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, თავისუფალი ქვეყნები არასდროს აღიარებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას.

„მსოფლიომ თქვა - რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და თავისუფალი ქვეყნები არასდროს აღიარებენ. უკრაინა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს. რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.