რატი ბრეგაძე - სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის არის საჭირო - ბოლო დროს სამედიცინო პერსონალზე მიზანმიმართული შეტევა დაიწყეს, რაც ყოვლად დაუშვებელია

რაც კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამედიცინო პერსონალზე მიზანმიმართული შეტევა დაიწყეს, რაც არის ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნისთვის მისი მომხრეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავდნენ – ადრე ეს იყო პოლიტიკური არეულობის შექმნა, ახლა კი – სამედიცინო მოტივი.

„რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი. ეს ადამიანი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება არა ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ თერაპიულ განყოფილებაში. ბოლო დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დაიწყეს უკვე მიზანმიმართული შეტევა სამედიცინო პერსონალზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე ვფიქრობ, ნებისმიერ ექიმს, რომელიც ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ეკუთვნის მადლობა და არავითარ შემთხვევაში – შეურაცხყოფა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ყველა ექსპერტმა, რომელიც „ემპათიამ“ მოიწვია და რომლებმაც დააკმაყოფილეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის ამერიკელმა ექიმმა, სააკაშვილი მოინახულა.

„თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი და არ დადასტურდა, რომ ამ ადამიანს [ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი] ნამდვილად შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისთვის, რომ საექიმო საქმიანობა აწარმოოს, ბუნებრივია, მას არ მიეცემა შესაბამისი ლიცენზია... როდესაც დამატებით მათ წარადგინეს შესაბამისი საბუთი, როგორც საზოგადოებამ იხილა, ის შევიდა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო