იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ და ქვეყანას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით

მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ და ქვეყანას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი გზავნილი რუსეთის მიმართ.

„მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. გაერო-ში გამართული კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მკაფიო მოწოდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გვიჩვენებს, რომ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“