ლოიდ ოსტინი - აშშ მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგულია, მზად ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩი

ლოიდ ოსტინი - აშშ მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგულია, მზად ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩი

შეერთებული შტატები აბსოლუტურად ერთგულია მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი როცა საქმე ამას შეეხება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა ოსტინმა უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორს, რომლებიც გააძლიერეს უკრაინის მიმართ დახმარება. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 8 თვე გადის და მას შემდეგ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხზე და ალიანსის წევრების კონცენტრაციაზე მეტყველებს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.