გიორგი ამილახვარი - საინტერესოა, როდის მერე გახდა ვაშაძე მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მითითებების მიმცემი და წესების დამდგენი? - ვისთანაც უნდათ იმათთან გაერთიანდნენ, არ გვადარდებს ეგ საკითხი

რას ეძახიან ერთობას? - დღეს მთლიანად ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია ერთმანეთის შანტაჟით, კომპრომატების გამოქვეყნებით, შიდაპარტიული ბრძოლებით - ხელისუფლებას ახლა აქვს ისეთი მაღალი მხარდაჭერა, როგორიც არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ევროპული ოპოზიციური ერთობის თაობაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციური გაერთიანების საკითხი არ ადარდებს.

„საინტერესოა, როდის მერე გახდა ვაშაძე მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მითითებების მიმცემი და წესების დამდგენი? ვისთანაც უნდათ იმათთან გაერთიანდნენ. არ გვადარდებს ეგ საკითხი. რას ეძახიან ერთობას? - დღეს მთლიანად ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია ერთმანეთის შანტაჟით, კომპრომატების გამოქვეყნებით და შიდაპარტიული ბრძოლებით. გაერთიანება მათ როგორ და რანაირად შეუძლიათ, ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას არაერთხელ უხილავს, თუ აქვთ ამის შესაძლებლობა, ღმერთმა გაუმარჯოთ თავიანთ პოლიტიკურ გზაზე. რაც შეეხება იმას, რომ ეს გაერთიანება შეიძლება გახდეს 12 რეკომენდაციის შესრულების თუ ხელისუფლების შეცვლის საფუძველი, ხელისუფლებას ახლა აქვს ისეთი მაღალი მხარდაჭერა, როგორიც არასდროს ჰქონია. მაშინ როცა რეგიონში არის კრიზისი, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ესაა საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონში. რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმას, ამას ოპოზიციის გაერთიანება კი არ სჭირდება, ამას სჭირდებოდა სამუშაო ჯგუფებში ყველას მოსვლა და მათი პოზიციების დაფიქსირება, რაც დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილმა არ იკადრა. ამიტომ ეს იქნება მათთან ერთად თუ მათ გარეშე, ჩვენ ამ გეგმას შევასრულებთ,"- განაცხადა ამილახვარმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ ჩამოყალიბებას აანონსებს. როგორც ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ის პოლიტიკური პროცესიდან გაირიყება. მისი თქმით, მათ ამ საკითხზე უკვე აქვთ შეხვედრები პარტიებთან და "სტრატეგია აღმაშენებელს" არავისთან გაერთიანების კომპლექსი არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო