რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, გერმანიის, დანიისა და შვედეთის ელჩები გამოიძახა

“ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე მომხდარი გაჟონვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც ბერლინი, სტოკჰოლმი და კოპენჰაგენი ერთობლივად აწარმოებენ, რუსეთმა გერმანიის, დანიისა და შვედეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთი არ ცნობს ასეთი გამოძიების „ფსევდო შედეგს“, თუ გამოძიებაში რუსი სპეციალისტები არ მიიღებენ მონაწილეობას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია ინციდენტების გამოძიებაში მესამე ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის ჩართვის შესახებ.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე სექტემბრის ბოლოს გაჟონვა მოხდა. დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტების მიზეზი დივერსია იყო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ