ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მაზლის ჩვენებაზე - მთლიანი ჩვენება არის ტყუილი - ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს

მისი მთლიანი ჩვენება არის ტყუილი, - ასე გამოეხმაურა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნელი (ნეკა) დოროყაშვილი ყოფილი მაზლის თენგიზ ბასილაშვილის ჩვენებას.

როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, თენგიზ ბასილაშვილი მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დაპირისპირებას შესწრებია.

"არაფერს ვადასტურებ. შეიძლება, ნიკოლოზის ძმის და ნათესავების გარდა კიდე ვიხილოთ სხვა შორეული ნათესავები, მოვიდნენ: „ეს კარგი ბიჭია, ამას არ იზამდაო“ - ამას ემსგავსება უკვე ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს გააზრებული არ აქვთ, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება მარტივად არის გადასამოწმებელი. დაპირისპირებას შესწრებია, თუმცა ფიზიკურ ძალადობას - არა. ბუნებრივია, მე ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს, უბრალოდ, ძალიან ბევრი ტყუილია, რაც ძალიან მარტივად გადასამოწმებელია სასამართლოს ხელთ არსებული მტკიცებულებებით. მისი მთლიანი ჩვენება არის ტყუილი. ნიკოლოზის დედამაც და თენგიზ ბასილაშვილმაც ძალიან საინტერესო რამ აღნიშნეს, "მესენჯერში" მინაწერები ქრებოდაო, თითქოს, ჩემი მიწერილები ქრებოდა და მათი პასუხები არის. როცა ფიზიკური ძალადობა ხდებოდა, ნიკოლოზს ვეუბნებოდი, თუ არ შეწყვეტდა ძალადობას, სასამართლოს მივმართავდი, მაგრამ მისი პასუხი ყოველთვის იყო დამცინავი და ირონიული ტონით, მუდმივად აპელირებდა თავისი სტატუსით და მეუბნებოდა, რომ მე მაქვს ფული, მე ავიყვან ბევრ ადვოკატს, მიდი შენ, წარმატებებიო", - განაცხადა დოროყაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი დაიკითხა. ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას ბასილაშვილის რძალი აძლევს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა