„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ - კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის პაკეტები 10 და მეტ თანამშრომლიან ორგანიზაციებზეა გათვლილი

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ შეიმუშავა კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის პაკეტები, რომელიც 10 და მეტ თანამშრომლიან ორგანიზაციებზეა გათვლილი, - ამის შესახებ „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი თეო აქიმიძე აცხადებს.

მისი თქმით, სადზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციულ სეგმენტში მცირერიცხოვანი ორგანიზაციებისთვის საკმაოდ შეზღუდული დაზღვევის პირობების შეთავაზება ხდება - მოლოდინის პერიოდით გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებებზე და გამონაკლისების საკმაოდ დიდი ჩამონათვალით.

„სწორედ ამ პრობლემის გათვალისწინებით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ შეიმუშავა კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის პაკეტები, რომელიც 10 და მეტ თანამშრომლიან ორგანიზაციებზეა გათვლილი»,- განაცხადა აქიმიძემ.

აქიმიძის განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა წინასწარ იცოდეს, რა ტიპის დაზღვევას ყიდულობს და შეძენამდე აუცილებელია დეტალურად გაეცნონ კონტრაქტის პირობებს.

„ჩვენი მენეჯერები მზად არიან მომხმარებელთან ერთად დეტალურად შეადარონ ჩვენი პირობები სხვა კომპანიების პირობებს და შეურჩიონ საუკეთესო პაკეტი. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70 %. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს.

ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. დღეის მონაცემებით კი ჩვენ კომპანიაში ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 40 000-ს აღემატება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

დაზღვევის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო