ამირან გამყრელიძე - ათიათასობით ადამიანი გადაურჩა მხოლოდ ჰეპატიტით სიკვდილს და ამაში მთავარი აშშ-ს წვლილია, ციფრებში რომ გადავიყვანო მათგან მიღებული წამლების ღირებულება, 6 მილიარდს აცდება - ღმერთმა არ ქნას, რამე ნაპრალი გაჩნდეს აშშ-სთან ურთიერთობებში

ჩვენი მთავარი პოლიტიკური მიზანი გახლავთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ და ეს ვერ მოხდება ვერასოდეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანსიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ქვეყნის მთავარი პარტნიორი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და განვითარებაში.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჯანდაცვის სფეროში. ის, რომ ათიათასობით ადამიანი გადაურჩა ბოლო 7 წელიწადში და არ დაიღუპა ჰეპატიტით, ამაში პირველი და მთავარი ამერიკის შეერთებული შტატებია. მე რომ ციფრებში გადავიყვანო იმ წამლის ღირებულება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა საქართველოს, იმ 6 მილიარდს ასცილდება. პანდემიამდე ციფრები მაქვს, რამდენით დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. საერთაშორისო დახმარება, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში მივიღეთ ჯანდაცვის სფეროში, 722 მილიონი დოლარია. ამის 68% - 490 მილიონი დოლარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გლობალური ფონდიდან, რომელიც შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან საბრძოლველად არის შექმნილი, დღემდე მიღებული გვაქვს 160 მილიონი დოლარი. გლობალური ფონდის შევსების 40% კი აშშ-ზე მოდის. პირველი დიდი დახმარება USAID-ის მხრიდან 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა, ყველაზე დიდი დახმარება საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში მივიღეთ, როცა ლაბორატორიული ზედამხედველობის ქსელი - ლუგარი გაკეთდა. ეს ერთადერთი გახლავთ ამ რეგიონში, სადაც ყველანაირ მიკრობზე და ვირუსზე შეგვიძლია მუშაობა. ეს პროექტი 350 მილიონი დოლარი დაჯდა 15 წლის განმავლობაში. აქ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, აქაა ლაბორატორიული აღჭურვილობა, ასობით ადამიანის გადამზადება და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა: „ღმერთმა არ ქნას, რომ რამე ნაპრალი გაჩნდეს ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში. ეს იქნება ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის ძალიან ცუდი, ჯანდაცვის სფეროსთვის ძალიან ცუდი. არა მგონია, ასეთი რამ მოხდეს“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი