ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრის განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს წლების განმავლობაში რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ღირებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის, მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. ითქვა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ.

ასევე აღინიშნა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი ჰაბიპ ასანი და ჟენევაში, გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა